რამე რომ არ მოეწონოს ოლიგარქს, ყველას აუცილებლად გაუსწორდება უსასტიკესი ფორმით - ლიკა ბასილაია - შავგულიძე
ყველას უნდა ესმოდეს, ვინც “ოცნებაშია“ და მათ გულშემატკივრობს, რამე რომ არ მოეწონოს ოლიგარქს, აუცილებლად გაუსწორდება უსასტიკესი ფორმით, როგორიც არის ციხეში ჩაგდება, - ამის შესახებ ლიკა შავგულიძე - ბასილაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მან მაგალითად გიორგი უძილაური მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის“ ყველაფერს აკეთებდა, თუმცა დღეს ციხეშია.
ბასილაია - შავგულიძე ვარაუდობს, რომ მან პირადად ბიძინა ივანიშვილს აწყენინა და სწორედ ამიტომ მოხვდა ციხეში.
რაც შეეხება გიორგი უძილაურს, მრავალი წელია, ვიცნობთ, ის არასდროს გამოირჩეოდა არც ევროპის დიდი სიყვარულით, თუმცა, არც რუსეთის მიმართ. არ ვიცით, იქ სინამდვილეში რა მოხდა, გაუგებარია. აწყენინა რაღაც ოლიგარქს, როგორც ჩანს და გადაწყვიტა პირადი შურისძიება, ამ ხერხით მოეხდინა მასზე. ესე ჩანს, თორე, რაც შეეხება პროევროპულობას და ა.შ. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ყველამ ვიცით, რომ გიორგი თავის დროზე ყველაფრით ეხმარებოდა “ოცნებას“ და აღარ გვინდა იმაზე საუბარი, კონკრეტულად რომელ გვერდებს მართავდა, უბრალოდ, ყველას უნდა ესმოდეს, ვინც “ოცნებაშია“ და მათ გულშემატკივროსბ, რამე რომ არ მოეწონოს ოლიგარქს, აუცილებლად გაუსწორდება უსასტიკესი ფორმით, როგორიც არის ციხეში ჩაგდება, - თქვა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.