„ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი: სოლიდარობა ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს

04.07.26 10:37
„ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანი: სოლიდარობა ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს

"ევროპის სახალხო პარტიის" გენერალური მდივანის სოლიდარობა ელენე ხოშტარიას - საგანგებოდ გავრცელებულ გზავნილში დოლორს მონსერატმა თქვა, რომ „სოლიდარობას უცხადებენ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომლებიც ციხეში არიან“.

ევროპელი პოლიტიკოსის ამბობს, რომ მას ესმის ქართველების ბრძოლის ხმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას. 

 გზავნილში განსაკუთრებით ხაზგასმულია ქალების როლი წინააღმდეგობაში, "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენელმა ახსენა  პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელიიც.

„ჩვენ ახლა ვასრულებთ ვენაში „ევროპის სახალხო პარტიის “პოლიტიკურ ასამბლეას და მინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ, ვინც იბრძვის საქართველოში სრული დემოკრატიისთვის: ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ... არ ვაპირებთ უკან დახევას. მეორე გზავნილი კი არის სოლიდარობა ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან სრული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დასაცავად ქართულ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველა იმ ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც ციხეში არიან, ელენე ხოშტარია, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ციხეშია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩვენ გვინდა ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ მას და მთელ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ის ოთხი შვილის დედაა და ციხეში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, - აღნიშნა დოლორს მონსერატმა.

მსგავსი სიახლეები