გიორგი მალანია ლანჩხუთში გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი, რომ აპირებდა მიმალვას - პროკურორი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე ამბობს, რომ არსებობდა გიორგი მალანიას მიმალვის საფრთხე და არასრულწლოვანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა აყვანილი გურიაში.
ამ საფრთხის ვარაუდს, პროკურორი განმარტებით იძლეოდა ის გარემოება, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ლანჩხუთში ზურგჩანთით გადაადგილდებოდა.
ჩვენს შუამდგომლობაში მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო მითითებული. იყო ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმის, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული", - აცხადებს ქეთი სონიძე.
სახელმწიფო მბრალმდებელმა სასამრთლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ უპასუხა კითხვას, რატომ მოხდა გიორგი მალანიას დაკავება გამოძიების დაწყებიდან 9 თვსი შემდეგ და არა მანამდე. ქეთი სონიძე ამბობს, რომ ოქტომბერში, როცა გიგა ავალიანი მოკლეს, მაშინ საქმეში მალანიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იდო.
პროკურორის მტკიცებით, მაშ შემდეგ რაც მკვლელობაშ მსჯავრდებულის, ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია და ჩატარდა ექსპერტიზები, მას შემდეგ გამოიკვეთა საქმეში მალანიას სახელი და გვარი.
9 თვის განმავლობაში გამოძებას გიორგი მალანიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონია. იმიტომ, რომ პირველ ოქტომბერს მოხდა ეს დანაშაული და ამის შემდეგ გამოძიებამ ბევრი ადამიანი მისცა პასუხისგებაში. ჯამში 7 პირის მიმართ მიღებულია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ეს არის მერვე ადამიანი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მიეცა პასუხისგებაში. რატომ დღეს და არა 9 თვსი წინ, იმიოტმ, რომ 9 თვის წინ გიორგი მალანიას სახელი ამ საქმეში საერთოდ არც კი ჟღერდებოდა. სატელეფონო ჩანაწერები ოქტომბრის მდგომარეობით არ იქნა ნანახი. ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან ინფრომაცია გამოვითხოვეთ, დავნიშნეთ ექსპერტიზები, აღვადგინეთ წაშლილი ინფორმაცია, დავათვალიერეთ, შევისწავლეთ და ამის შემდეგ გახდა ეს საფუძველი. მანამდე საერთოდ არ არსებოდა", - აცხადებს პროკურორი.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასწრულწლოვანს, გიორგი მალანიას აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა, რომელსაც ბრალდებუსლი მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
- გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.