"ალდეს" ყრილობის მეორე დღე - დელეგატები საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან
ალდეს ყრილობის მეორე დღე - დელეგატები საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. დოკუმენტი უკვე მზად არის.
სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა - ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, "ალდე" აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.
პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს - დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი" რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება".
მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს"ივანშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ" .
ვენაში, ალდეს ყრილობაზე მყოფი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეიძლება იყოს.
დოკუმენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ალდე და ევროკავშირი უნდა დაუპირისპირდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს ხალხისთვის, რადგან მათი თქმით, დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელია მხოლოდ "ქართული ოცნება".
და ამ დოკუმენტით მოთხოვნილია, რომ პასუხისმგებელ პირებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს მიზნობირივი, ფინანსური სანქციები დაუწესდეთ.
"დღეს ალდე იმსჯელებს კრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპული კავშირი და მისი სახელმწიფოები არიან ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენი დემოკრატიული ბრძლის მხარეს. მათ კარგად ესმით, რომ ხალხი განსხვავდება ბოროტმოქმედი რეჟიმისგან, რომ ეს ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ კავშირს , რომ რეჟიმის ქმედებების გამო არ ჩამოართვას ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რადგან ხალხი იმსახურებს ამას", - აცხადებს "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, რომელიც "ალდეს" ყრილობას ესწრება.