ადვოკატი: გიორგი მალანია იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა, რაც ბრალდების მხარემ იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს მიმალვა სურდა
გიგა ავალისნის მკვლელობის საქმე - გიორგი მალანიას ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა გიორგი მალანიას ახლა დაკავება, როცა ბრალდების მხარეს ის მტკიცებულებები, რის გამოც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს ბრალი წაუყენეს, იანვრის თვეში უკვე ჰქონდა მოპოვებული.
ლშა ცუცქირიძისთვსი ასევე მიუღებელია პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის იმგვარდა წარმოჩენა, რომ თითქოს გორგი მალანია მიმალვას აპირებდა.
გ.მ. იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა. ბრალდების მხარემ ეს იმდაგვარად წარმოაჩინა, რომ თითქოს მას მიმალვა სურდა - მაშინ როდესაც ბრალდების მხარეს სასამართლოს განჩინება ჰქონდა - ამბობს უფლებადამცველი.
ლაშაი ცუცქირიძის ცნობი, მის პოზიციას სხდომაზე დაეთანხმა თავად ბრალდებული - ასევე ადვოკატის ნაამბობით ვიგებთ, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე პოზიცია წარმოადგინა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მამამ მერაბ მალანიამ და მოსამართლის მიმართ გამოხატა მოსაზრება, თავისი შვილის სისხლის სამართლის საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ბრალდების მხარის მიერ, ბრალდების შესახებ, დადგენილებაში ასახული დასაბუთება იყო მხოლოდ ვარაუდი და არ ეყრდნობოდა არცერთ პირდაპირ მტკიცებულებას.
ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებით არ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ჩვენთვის ცნობილია, რომ 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ პერიოდში არაერთხელ ფიქსირდება გ.მ.-ს თანამშრომლობა გამოძიებასთან, არაერთხელ აქვს მიწოდებული ინფორმაცია. თვეების განმავლობაში მცდელობა არ ჰქონია, მიმალულიყო და ამავდროულად, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე მოწმეზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება მოსამართლის დასაბუთებას, მან მხოლოდ განმარტა გადაწყვეტილების შინაარსი. მან ისაუბრა მხოლოდ დაკავების მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან ჩვენ, დაკავებასაც არამართლზომიერად მივიჩნევდით და აქედან გამომდინარე, ბრალდებულის გათავისუფლებას ვშუამდგომლობდით.
გ.მ. იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა. ბრალდების მხარემ ეს იმდაგვარად წარმოაჩინა, თითქოს მას მიმალვა სურდა. მაშინ, როდესაც სასამართლოს განჩინება ბრალდების მხარეს ჰქონდა, მეორე დღეს საფუძველს იქმნის სასამართლოსთვის, თითქოს გ.მ. მიმალვას ცდილობდა და გადაუდებელი აუცილებლობით აკავებს მას.
გ.მ. ჩემს პოზიციას დაეთანხმა, ვრცლად არ უსაუბრია, ასევე პოზიცია წარმოადგინა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა და მოსამართლის მიმართ გამოხატა მოსაზრება, თავისი შვილის სისხლის სამართლის საქმეში.
როდესაც ბრალდება, ბრალის დადგენილებაში მხოლოდ 1 აბზაცს უთითებს, თუ რაში გამოიხატა კონკრეტულ პირთა დახმარება და უთითებს კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, ეყრდნობა იანვრის თვის მტკიცებულებებს. ბრალდების მხარე იანვრის თვეში მოპოვებულ მტკიცებულებებზე საუბრობს და თუ კი ბრალდების მხარეს რელევანტურად მიაჩნია გარემოება, რომ იმ დროს არსებულ მტკიცებულებებზე ახლა უყენებს ბრალდებას, რატომ მოხდა ისე, რომ მაშინ არ წაუყენეს ბრალი?! ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბრალი საფუძვლიანია",- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასწრულწლოვანს, გიორგი მალანიას აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა, რომელსაც ბრალდებუსლი მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
- გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.