"ძალიან მეწყინა ..." - გორის ბავშვთა გუნდმა Kordz-ისთან ერთად Open Air-ის სცენაზე სიმღერა გააუქმა
გორის ბავშვთა გუნდი Kordz-ისთან (მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია) ერთად Tbilisi Open Air-ის სცენაზე აღარ იმღერებს.
ინფორმაცია ამის შესახებ, დაგეგმილ წარმოდგენამდე რამდენიმე დღით ადრე გორის ბავშვთა გუნდის ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა.
გავცრელებულ განცხადებაში წერია, რომ გუნდი Open Air-ზე მონაწილეობას „ხელმძღვანელის [თეონა ცირამუა რ.თ.] პირადი და გადაუდებელი პრობლემის გამო“ ვეღარ მიიღებს.
გორის ბავშვთა გუნდი , ხელმძღვანელის პირადი და გადაუდებელი პრობლემის გამო, სამწუხაროდ Open Air- ზე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც ძალიან ვწუხვართ...
ჩვენს გულშემატკივარს და ასევე მონაწილეებს უდიდეს ბოდიშს ვუხდით( Kordz ) და წარმატებებს ვუსურვებთ! "- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Kodz-ი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსმენელის წინაშე სტუდია ანა-ბანას გუნდთან ერთად წარდგება. მისივე თქმით, ერთობლივი კონცერტი გორის ბავშვთა გუნდმა კონკრეტული მიზეზის გარეშე გაუუქმა.
„გორის ბავშვთა გუნდმა, სამწუხაროდ, ორი დღის წინ ჩვენი ერთობლივი კონცერტი (რეპეტიციის ვიდეოს დადების შემდეგ) კონკრეტული მიზეზის გარეშე გაგვიუქმა, რაც მე პირადად ძალიან მეწყინა და არ ველოდი“.
ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში მუსიკოსმა “კორძიმ” გორის ბავშვთა გუნდთან ერთობლივი რეპეტიციის ვიდეო გავრცელდა და რასაც ათასობით რეაქცია მოჰყვა.
ვიდეოს ონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმამდე ერთი დღით ადრე, სოციალურ ქსელში აზიარებდა დირიჟორი თეონა ცირამუაც.
ცნობისთვის, მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, ერთ-ერთია პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერ მუსიკოსებს შორის. გასული წლის 8 ივლისს, მას ქუჩაში უცხო პირები დაესხნენ თავს. იმ პერიოდში, საპროტესტო აქციების სიმბოლოდ ქცეული სიმღერის, „ოლე ოლას“ შესრულების გამო, რომელსაც Kordz-იც ასრულებდა, უცხო პირები რამდენიმე მუსიკოსს გაუსწორდნენ ფიზიკურად. თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ გორის ბავშვთა გუნდის წარმოდგენა Open Air-ზე, მუსიკოს Kordz-ისთან ერთად, სავარაუდოდ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ზეწოლის შედეგად ჩაიშალა.
ასევე ინფორმაციისთვის, გორის ბავშვთა გუნდი რამდენიმე წელია მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტში. 2018 წელს გუნდი მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტში „X ფაქტორი“.