ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეებს მზია ამაღლობელის გამოსახულებით ბანერები დაურიგეს

06.07.26 18:47
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეებს მზია ამაღლობელის გამოსახულებით ბანერები დაურიგეს

სოლიდარობა მზია ამაღლობელს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეებს დაკავებული ჟურნალისტის გამოსახულებით ბანერები დაურიგეს, ინიციატორი სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი იყო. 

ბარათების მეშვეობით ასამბლეის მონაწილეებს საშუალება მიეცათ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს პენიტენციურ დაწესებულებაში გზავნილები გაუგზავნონ. 

ჯერ ერთი ის, რომ საქართველოს მოსახლეობას, მათ დიდ ნაწილს პრო-ევროპულად განწყობილს, ვისაც ესმის, სად არის საქართველოს განვითარების გზა, მათი მხარდაჭერაა პროტესტში მყოფი ადამიანების თანაგრძნობა და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებთან, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან არის ძალიან დიდი სოლიდარობა. სხვათა შორის, ასეთი ბარათი დაარიგა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, მზია ამაღლობელის გამოსახულებით, აქ ტექსტიც არის და ყველას აქვს საშუალება, რომ მას გაუგზავნოს გზავნილი და აქ მართლა ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული სოლიდარობა და თანადგომა. ასეთი განწყობებია იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად მიაჩნიათ, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამას არ იმსახურებს ეს ქვეყანა, არც მისი ხალხი არ იმსახურებს. შებრძოლება ამ ყველაფერთან ძალიან ჰგავს, რომ საკუთარ გამოსახულებას ებრძოდე სარკეში, რომელიც არ მოგწონს, ოღონდ რატომ არ მოგწონს და რა მიზეზები აქვს ამას, იმაზე არ ფიქრობდე და იმის აღმოფხვრას არ ცდილობდე," - განაცხადა გიგი წერეთელმა "პირველებთან".