სანქციები ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ - სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ემიგრანტებს აჯარიმებს

06.07.26 20:15
სანქციები ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ - სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ემიგრანტებს აჯარიმებს

მწერალი და სამხედრო რეპორტიორი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3 ათასი ლარით დააჯარიმა. ბექა ქურხული ამბობს, რომ სიტყვა - ვაჭარი, წვრილმან ხულიგნობად ჩაუთვალეს და სამართალდამრღვევად გამოაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკას ცვლის. ბექა ქურხულს დღეს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ნათქვამის გამო ასამართლებდნენ. ივანიშვილის ვაჭრად მოხსენიება კი დანაშაულად დაკვალიფიცირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფარგლებსაც გასცდა, მიადგნენ ემიგრანტებს - ორი შვილის მამა, რომელმაც საქართველო შვილების გენეტიკური დაავადების გამო დატოვა, რომ ევროპული სამედიცინო მომსახურებით ესარგებლათ, 2 500 ლარით დააჯარიმეს.  

ის ერთადერთი ემიგრანტი არ ყოფილა ვინც დღეს დააჯარიმეს - ბესიკ ანდღულაძემ, რომელიც 2 წელია ამერიკაშია, დღეს გაიგო, რომ მოსამართლე ენუქიძემ ეკა ჭიჭინაძის შეურაცხყოფის ფაქტზე 4 ათასი ლარით დააჯარიმა. ემიგრანტის ადვოკატს კითხვებს უჩენს შსს-ს პრაქტიკა, როგორ ამტკიცებს უწყება, რომ პირი ვის დაჯარიმებასაც აპირებს, ნამდვილად მართავს იმ გვერდს, საიდანაც შეურაცხმყოფელი სტატუსები იწერება.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში