ბაჩო ახალაია ისევ მსჯავრდებულია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის განაჩენი ცნობილია

06.07.26 20:32
ბაჩო ახალაია ისევ მსჯავრდებულია - თავდაცვის ყოფილი მინისტრის განაჩენი ცნობილია

სასამართლოს სახელით თავდაცვის ყოფილ მინისტრს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მხოლოდ იმის გამო შეეფარდა, რომ მან საკუთარი მოსაზრება გააჟღერა და  ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამხობაზე ილაპარაკა.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა ისე, რომ მისი სიტყვები ახალაიას არ მოუსმენია. თავდაცვის ყოფილი მინისტრს დღეიდან ისევ მსჯავრდებულის სტატუსი აქვს. ის, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს ახალაიასთვის ნათელია, თუმცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში მაინც გაასაჩივრებენ.

სხდომას, რომელზეც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ივანიშვილისა და "ოცნების" დამხობაზე ილაპარაკა, სულ 15 ადამიანი ესწრებოდა. ვიდეო-აუდიო გადაღება სასამართლოში წელიწადზე მეტია აკრძალულია.  სამართალმცოდნეები ამბობენ, რომ ის ვერ ივარაუდებდა, რომ მისი სიტყვებს ჩაიწერდნენ და გავრცელდებოდა. ბოლო ორი წელია სასამართლო სხდომათა დარბაზებიდან არაერთი ბრალდებულის მოსაზრება მოგვისმენია "ოცნების" დამხობაზე, თუმცა ახალაია პირველია, ვისაც ამ მუხლით ასამართლებენ.

დეტალებით ნანუკა ქაჯაია 

[ფოტო: არქივიდან]

მსგავსი სიახლეები