რუსულენოვანი მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში - როგორ შეიცვალა დემოგრაფიული სურათი

06.07.26 20:51
რუსულენოვანი მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა ქვეყანაში - როგორ შეიცვალა დემოგრაფიული სურათი

საქართველოში ჩამოსახლებული რუსეთის მოქალაქეები, ქმნიან საკუთარ ბიზნესს, ხსნიან რუსულ კომპანიებს, აკეთებ მიწოდების სერვისს და ეპატიჟებიან სხვებს საქართველოში, რომ საცხოვრელად გადმოვიდნენ. საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა და 55 ათას აღწევს.  

54 460-ია იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელიც საქართველოში მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევს, თუმცა მკვლევარები ფიქრობენ, რომ ქვეყნაში საცხოვრებლად გადმოსული უფრო მეტი რუსეთის მოქალაქეა. რა არის ეს - საფრთხე, თუ სწორი გზა ეკონომიკის სტიმულირებისთვის? 

ეს არის საგანგაშო და სავალალო მონაცემები - ასე აფასებენ "ქართული ოცნების" ოპონენტები საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები უკიდურესი გაჭირვების გამო ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან, მათ ნაცვლად ქვეყანა რუსებით ივსება.

ამ ციფრებში პრობლემას ვერ ხედავენ ხელისუფლებაში. დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამტკიცებდა, რომ ამით ეთნიკურ შემადგენლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

დეტალებით დიანა ჩირგაძე 

მსგავსი სიახლეები