"ბავშვები დედებთან ერთად არიან მოყოლილები და როგორ გავიდეთ ადგილიდან?" - ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა
ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა - მოქალაქეებს არ სურთ, რომ კორპუსს მოშორდნენ, არადა მათ შსს-ს წარმომადგენლები ადგილიდან განრიდებას სთხოვენ.
ხალხი ამბობს, რომ შორი მანძილიდან ვერ უყურებენ, გამოჰყავთ თუ არა მაშველებს მათი ოჯახის წევრები ნანგრევებიდან.
მოქალაქეები ამ დრომდე შვილების, შვილიშვილების, დედების და სხვა ოჯახის წევრების ნანგრევებიდან გამოყვანას ელიან.
15 სართულიანი არ არის კორპუსი, რომ აქეთ წამოვიდეს, 5 სართულიანია. ამდენი ხანი გავიდა და არავინ გამოგიყვანიათ, შვილი და შვილიშვილი ჰყავს მოყოლილი და ადგილიდან გამოგვიყვანეს. შენი შვილი რომ იყოს, ძალიან მაინტერესებს რას იზამ, თავს შეაკლავ და ამას ეუბნები გადადიო. 6 წლის ბავშვია მოყოლილი და კიდევ რამდენი. მე რომ მამშვიდებთ მოეხმარეთ იქ ან შეუშვით მოსახლეობა და თვითონ იზამენ. არასრულწლოვანი პატარები არიან მოყოლილები დედებთან ერთად", - ამბობს ადგილობრივი.