"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა

19.11.26 11:52
"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი, ბავშვი 6 წლისაა" - ბოლო ცნობები ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა

 

 

დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, ოჯახი წევრები, მეზობლები და სრულიად უცხო ადამიანები ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში ახლობელი ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანას ელოდებიან - ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ აფეთქების დროს ნანგრევებში მოჰყვნენ ბავშვებიც. 

"ჩემი შვილი და შვილიშვილია ნანგრევებში მოყოლილი - ბავშვი 6 წლისაა" - ამბობს ქალი.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო - ხალხმა კორპუსიდან მოშორებით დისტანციაზე გაყვანა გააპროტესტა. მოქალაქეების თქმით, შორი მანძილიდან ვერ ადევნებენ თვალს, გამოჰყავს თუ არა მაშველებს მათი ახლობლები ნანგრევებიდან. 

შსს-მ ხალხი ადგილიდან იმიტომ განარიდა, რომ არსებული ინფორმაციით 5 სართულიან შენობას ბზარები დაემატა და კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. 

ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძეც. “უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა. 

 

მსგავსი სიახლეები