4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

19.11.26 12:05
4 ჰოსპიტალიზებულიდან ერთი მცირეწლოვანია - ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში კორპუსში მომხდარ აფეთქების შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

სარჯველაძის თქმით, ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რომელთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. 

ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.