საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი

19.11.26 12:22
საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, შესაძლოა კორპუსი ჩამოინგრეს - თამაზაშვილის თქმით, შენობის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც ნგრევის აფრთხე რეალურია. 

სამაშველო ღონისძიების პირობებში, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა  საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძებები შეჩერდა და უკნიდან მუშაობენ ბიჭები. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. ეს გაზის გამათბობლის შედეგად მოხდა. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას. კონტაქტურია და გვიყვება, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთეო და დილით ისევ ვცადე ჩართვა და მოხდა აფეთქებაო", - ამბობს თამაზაშვილი. 

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.