განზრახ მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - სოფრომაძეები 13 წლის წინ მომხდარი დანაშაულის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ
პროტესტი გენერალურ პროკურატურასთან - გაგა და გოგა სოფრომაძეების დედა საგამოძიებო უწყებას საქმის შეკერვაში ადანაშაულებს. ტყუპების ოჯახი ამტკიცებს, რომ ძმები 2013 წელს 12 აგვისტოს ჭიათურაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დააკავეს, საქმის გამოძიების დროს მტკიცებულებები შეკერეს და ძმებს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის წარუდგინეს
ქრისტინა გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ მის შვილებს ტაქსის მძღოლთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, ძმები თავს იცავდნენ, რა დროსაც შუახნის კაცი მოულოდნელად კლდიდან გადავარდა და თავი სავარაუდოდ ქვას დაარტყა, სასამართლომ ძმებს 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დედის პროტესტის შემდეგ გოგა სოფრომაძემ ციხე 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
ციხეში მყოფმა გაგა სოფრომაძემ პროტესტის ნიშნად 1 ივლისს მშრალი შიმშილობა დაიწყო. ახლობლების მტკიცებით, ძმები მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე გაასამართლეს, დედის თქმით, ამ დრომდე თაროზეა შემოდებული ძმებზე ძალადობის საქმე, ქრისტინა გაფრინდაშვილი ირწმუნება, რომ 2014 წელს სააპელაციო სასამართლოში ძმები სასტიკად სცემეს, მათ კლინიკაში გადაყვანაც კი დასჭირდათ.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა