გაყინული ანგარიშები და დაყადაღებული ქონება - როგორ ივსება ბიუჯეტი მცირე ბიზნესის ხარჯზე?

07.07.26 20:51
გაყინული ანგარიშები და დაყადაღებული ქონება - როგორ ივსება ბიუჯეტი მცირე ბიზნესის ხარჯზე?

ლევან დვალიშვილი ყოფილი ინდმეწარმეა, რომელიც საპენსიო ფონდთან სასამართლო დავისთვის ემზადება. მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, ინკასო ადევს, ყადაღა კი მის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზეც გავრცელდა.

დვალიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეობას უკვე აღარ ეწევა, საპენსიო ფონდში შენატანის არგადახდის გამო დააჯარიმეს. მისი თქმით, არც გაფრთხილება და არც შეტყობინება მიუღია და ვალდებულების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ანგარიშებზე ყადაღა დაედო.

დვალიშვილის ინფორმაციით, მსგავსი ჯარიმები გაფრთხილებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე კიდევ არაერთმა მცირე მეწარმემ მიიღო.

საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ირაკლი უშვერიძეც. ის ადრე მცირე მაღაზიას მართავდა, თუმცა ახლა მისი ანგარიშებიც დაყადაღებულია. გავრცელებულ ვიდეოში უშვერიძე ამბობს, რომ ყადაღის გამო ერთადერთი შემოსავლის წყარო გაეყინა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები