ექიმების დაუდევრობა თუ დაგვიანებული დახმარება - გორში 10 წლის ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

07.07.26 21:21
ექიმების დაუდევრობა თუ დაგვიანებული დახმარება - გორში 10 წლის ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

10 წლის ფეხბურთელის, ბაჩო ჭალიძის ოჯახი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში კლინიკა „გორმედის“ ექიმებს ადანაშაულებს. მშობლების თქმით, ექიმების უყურადღებობამ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

ოჯახის ინფორმაციით, ფეხის დაზიანებით მოზარდი კლინიკა „გორმედში“ 3 ივლისს შეიყვანეს. მათი განცხადებით, ექიმებმა ჭრილობა მხოლოდ ზედაპირულად დაამუშავეს და ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს. ოჯახის თქმით, ამის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ოჯახი საგამოძიებო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა დაგვიანებული და, მათი შეფასებით, არასათანადო მკურნალობის გამო ბავშვის ფეხის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.