თბილისში ისევ კოკისპირულად წვიმს - ქუჩების ნაწილი დატბორილია (ვიდეო)
თბილისში ისევ კოკისპირულად წვიმს - დედაქალაქის ქუჩების ნაწილი დატბორილია.
გუშინდელის შემდეგ, სტიქიამ თბილისს დღესაც არაერთი პრობლემა შეუქმნა - სანიღვრე სისტემა კვლავ ვერ ატარებს წყლის ნაკადს, რის გამოც გზებზე ტბები დგას.
განახლება: მოგვიანებით გავრცელდა ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ წყალი სრულიად ფარავს ავტომობილებს.