საჩხერე-გომის უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლები გაუჩინარდნენ
საჩხერე-გომის უღელტეხილზე მიუსაფარი ძაღლები გაუჩინარდნენ - ირკვევა, რომ 24 ივნისს ადგილზე მისულ სოფო აბაიშვილს და მის მეგობრებს, ე.წ. ჭერათხემის გზაზე ცხოველები აღარ დახვდათ.
აბაიშვილის თქმით, ისინი ერთი წლის განმავლობაში უვლიდნენ და კვებავდნენ ძაღლებს, ასევე დაუდგეს სახლები, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველა მათაგნი გაუჩინარებული დახვდათ.
აბაიშვილი და მისი მეგობრები ახლა რეაგირებას ითხოვენ.
21 ივნისსს ყველა ძაღლი უკლებლივ ლეკვებიანად იყო ადგილზე, ჩვენ ეს ფოტო -ვიდეო მასალა მთელი წლის ნაგროვები გვაქვს, 21 ივნისს ნაწილი ძაღლების აკლდა. უღელტეხილზე მოგვიწია მისვლა მეხუთე დღეს და რას ვხედავთ, რომ უღელტეხილზე არის საკვების გორები, ყველაფერი პირდაუკარებელი იყო, ძაღლებს ვერ ვპოულობდი და მივხდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
არავინ იცის, სად წაიყვანეს ეს ძაღლები. უამრავმა ადამიანმა მიმართა პოლიცაის, თავშესაფრებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ვიხვეწებით, რომ ეს ძაღლები დააბრუნონ. კამერების ამოღებას ვითხოვთ, მაგრამ ჯერ არ გვაძლევენ"- ამბობს აბაიშვილი.
ცხოველების გაუჩინარების შესახებ ინგა გრიგოლიას "რექციაში" საუბრობს ასევე ცხოველთა უფლებადამცველი ბაიკო კალანდაძეც - მისი თქმით, ძაღლები ასევე დაკარგული არიან თბილისშიც.