20 ივნისის საქმე - გახარიას ადვოკატი საქმეზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული ანგარიშის დართვას ითხოვს

08.07.26 17:24
20 ივნისის საქმე - გახარიას ადვოკატი საქმეზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული ანგარიშის დართვას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე პროცესი  იწყება - სხდომას მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია წუთი-წუთზე გახსნის. დღეს დაცვის მხარე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ანგარიში.

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ადამიანის უფლებებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, პირდაპირ თქვა, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნისთვის იყენებს.

სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ადამიანის უფლებებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, პირდაპირ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორად გამოიყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ და საქართველოს ხელისუფლება ამას გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნისთვის იყენებს. ანუ პირდაპირ თქვა, რასაც გვარწმუნებდა მთელი პროპაგანდა - თითქოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილია გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რომ ამ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ბრალთან მიმართებით არანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით, ეს გადაწყვეტილება ამართლებს გიორგი გახარიას. ვნახოთ დაველოდოთ პროცესს, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის სტანდარტული საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არის იმ ორგანიზაციის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლის წევრიც ვართ და რომლის მინისტრთა კომიტეტიც ხელმძღვანელობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს. ამიტომ ძალიან გაუჭირდება დასაბუთება - რატომ შეიძლება უარი თქვას სასამართლომ ამ გადაწყვეტილების, ამ ანგარიშის დართვაზე საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ექს-პრემიერის წინააღმდეგ დღეს პროკურატურა სასამართლოში 4 მოწმეს წარადგენს. "პირელების" ინფრომაციით, ყველა მათგანი დაზარალებულია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავრილოვის ღამეს, დარბევის დროს დაზიანდნენ. ამ საქმეზე გახარიას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით აქვს წაყენებული.

როგროც ჩვენთვის ცნობილია, დასაკითხ პირებად წარმოდგენილი იქნებიან დაზარალებულები, თუმცა აქამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შორის დაზარალებულები, რომლებიც უკვე დაიკითხნენსასამართლო პროცესზე, ცალსახად ადასტურებენ, რომ თავიანთი ინფორმაციითაც, არ გააჩნიათ არანაირი სარწმუნო ცნობა, რომ მათი დაზიანების შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი გახარია ან მან გასცა ასეთი ტიპის დავალება. გიორგი გახარიას რეზინის გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში და ეს წერია თავად დადგენილებაში პრიის ბრალდების შესახებ, რომელიც წაუყენა ქართულმა პროკურატურამ გიორგი გახარიას". - ამბობს გიროგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა. 

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

  • ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები