2025 წელს საქართველოში 2 მილიარდის ამანათები გამოიწერეს - ჩინეთი 1 ადგილზეა

08.07.26 18:39
2025 წელს საქართველოში 2 მილიარდის ამანათები გამოიწერეს - ჩინეთი 1 ადგილზეა

2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა - ამის შესახებ "ბი ემ ჯი" შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს. გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა.

უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების მიმართულებით ბუმი დაკავშირებულია ჩინეთიდან ელექტრონული ვაჭრობის მკვეთრ ზრდასთან. ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. საქართველომ ჩინეთიდან 13,679,179- ამანათი გამოიწერა, რაც მთლიანი ამანათების 69 %-ია.

მსგავსი სიახლეები