სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა - რას ამბობენ ექსპერტები

08.07.26 19:06
სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა - რას ამბობენ ექსპერტები

გასულ წელს, "ქართული ოცნების" მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არა მოსამართლე წევრების რაოდენობა ხუთიდან სამამდე შემცირდა. 

კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით ბოლო ერთ წელიწადში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არა მოსამართლე წევრთა უფლებები შეზღუდულია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ ფორმალურად რჩება შერეულ ორგანოდ. 

მომდევნო წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრიდან 12 სასამართლოს მოსამართლე იქნება, ხოლო 2 პარლამენტის წარმომადგენელი, ერთი კი პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირი. 

ამასთან, გაიზარდა  სასამართლოების თავმჯდომარეობის ვადაც. ამიერიდან, სასამართლოს არჩეული პირი 10 წლით უხელმძღვანელებს. 

იურისტი, კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სინამდვილეში სასამართლო თვითმმართველობის მოდელზე გადავიდა, სადაც მოსამართლეები განსაზღვრავენ ყველაფერს. მისი თქმით, აღნიშნული მოდელი პრობლემა არ იქნებოდა,"სასამართლოში კლანი რომ არ გვყოლოდა". 

ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონსტიტუციის სულისკვეთებას, არამედ ევროპულ სტანდარტებსაც, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შერეული მოდელი არსებობს და ჩენ გვაქვს ეს შერეული მოდელი, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეები და არა მოსამართლეები ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ, მაგრამ ეს უკვე შერეული მოდელი აღარ არის, რეალურად ეს უკვე არის სასამართლო თვითმმართველობის მოდელი, სადაც მოსამართლეები განსაზღვრავენ ყველაფერს. პრობლემა ეს არ იქნებოდა, ჩვენ რომ კლანი არ გვყავდეს. პირველ ეტაპზე "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა იყო, რომ მას ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ დღეს ესეც უკვე პრობლემა აღარ არის, მათთვის მთავარია, რომ საერთოდ არ იყოს განსხვავებული აზრი იუსტიციის საბჭოში და მიღწეულია ეს მიზანი," - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი განმარტავს, რომ "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, მომავალი პერიოდისთვის ემზადება - "თუნდაც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ჰქონდეთ მეტი ბერკეტი და მეტიო ვადით იყოს განსაზღვრული მათი ძალაუფლება". 

ისინი ალბათ უფრო ემზადებიან მომავალი პერიოდისთვის, რომ ცვლილებები შემთხვევაში, თუნდაც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ჰქონდეთ მეტი ბერკეტი და მეტიო ვადით იყოს განსაზღვრული მათი ძალაუფლება, თითქოს მათ არავინ არ შეეხებათ და ამით არწმუნებენ იმ რიგით მოსამართლეებს, რომლებიც დავალების შესრულების მიზნით ჰყავთ დანიშნული ძალიან ბევრი მათგანი, რომ ისინი იქნებიან მუდმივად და მათი მხრიდან, ხედავენ კიდეც, რომ ძალაუფლება ბოლო 15-20 წელიწადია ჩვენ გვაქვს და მომავალშიც ჩვენ გავაგრძელებთ, შესაბამისად ხედავთ რომ ამ ცვლილებების მიხედვით კიდევ დიდხანს ვიქნებით - ამით კიდევ ერთხელ აიძულებენ სასამართლო სისტემას მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები," - თქვა მამუკა ახვლედიანმა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესის საბჭო უკვე სრულიად ჩაკეტილი ორგანოა. 

უმაღლესი საბჭო არის სრულიად ჩაკეტილი ორგანო, დახურული სისტემა, ინფორმაცია გარეთ არ გამოდის, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები უცნობია და ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ, რა თქმა უნდა,  მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ რაც ხდება სასამართლოში და დავუშვათ, რა ნიშნით არჩევენ მოსამართლეებს..." - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები