ჭიათურის პროტესტის მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

08.07.26 19:16
ჭიათურის პროტესტის მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ჭიათურის პროტესტის მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდების მხარე მას მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფას ედავება.

  • ცნობისთვის, გიორგი ნეფარიძეს მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე 6 წელი და 3 თვე უკვე მისჯილი აქვს.

ნეფარიძის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი "პუბლიკასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლემ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოაცხადა, თუმცა სიტყვიერად არ განუმარტავს, ორი სასჯელის გათვალისწინებით საბოლოოდ რა სასჯელი განესაზღვრა გიორგი ნეფარიძეს.

შესაბამისად უცნობია, გამოტანილი სასჯელი უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თუ შეკრებითობის პრინციპით, წელიწად-ნახევარი უკვე მისჯილ 6 წელსა და 3 თვეს დაემატა.

განმარტება უნდა გაეკეთებინა აუცილებლად. ყველა მოსამართლე განაჩენის გამოცხადებისას მსგავს სიტუაციებში განმარტებას აკეთებს, საბოლოოდ რამდენი განესაზღვრა. თუ არ გააკეთა განმარტება, იმედია, განაჩენში გააკეთებს.

წელიწად-ნახევარი მიესაჯა, თუმცა განმარტება მოსამართლეს არ გაუკეთებია, გამოაცხადა და დატოვა სხდომის დარბაზში და ჩვენც ამ კუთხით დაბნეულები ვართ, შეკრებითობა იქნა გამოყენებული თუ არ იქნა, ეს ჩვენთვის უცნობია ამ ეტაპზე," - განუცხადა ადვოკატმა "პუბლიკას".

ცნობისთვის, 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელები დამნაშავედ ცნო და გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 აპრილს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან მომხდარ ინციდენტზე დააკავეს.

[ფოტო: "პუბლიკა"]

მსგავსი სიახლეები