ბიზნეს დავები ე.წ. კანონიერი ქურდის ჩართულობით - დაკავებულია "ტარასა", "სონღულა", "ნასყიდა", "ბუჭოვიჩი" და კიდევ 25 პირი

08.07.26 20:24
ბიზნეს დავები ე.წ. კანონიერი ქურდის ჩართულობით - დაკავებულია "ტარასა", "სონღულა", "ნასყიდა", "ბუჭოვიჩი" და კიდევ 25 პირი

ტერორი "კრიმინალური ავტორიტეტის" სახელით და ბიზნეს დავები "ქურდული წესებით" - დაკავებულია 29 პირი, მათ შორის ერთი ქალია. ყველას ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედება ბრალად. გამოძიების ხელშია ჩანაწრები, რომლითაც დგინდება, რა სასტიკი მეთოდებით იღებდნენ ფულს მოდავე მხარეებისგან. განაჩენი "კანონიერ ქურდს" ბესიკ ჯაფარიძეს გამოჰქონდა, რომელიც პროცესებს უცხოეთიდან მართავდა. 

ხალხს აიძულებდნენ ათი ათასობით ლარი გადაეხადათ. ჯაფარიძის გადაწყვეტილების აღსრულებას დაკავებულები უზრუნველყოფდნენ, აწყობდნენ ე.წ. ქურდულ შეკრებებს და დაზარალებულებს ემუქრებოდნენ სასტიკი ანგარიშსწორებით. მათ შორის  ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.  სპეცოპერაცია კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ  გამთენიისას დაიწყო და ძალოვანები ერთდროულად 28 მისამართზე შევიდნენ.

ერთ-ერთი მისამართი, სადაც სპეცრაზმი დილის 7 სათზე შევიდა, დიდ დიღომია. პოლიციამ ხელბოკირკილოი ხვიჩა ჯინჭარაძეს ორგანიზებული ქურდული დანაშაულისთვის დადო. 50 წლის ხელოსან კაცს, რომელიც მეზობლებსი ინფორმაციით, ფრანგულ გასაჭიმ ჭერებს აკეთებს.

დაკავებულთა შორის არის ქალი, რომელმაც "პირველების" ინფორმაციით, ფინანსური დავის მოსაგვარებვლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა და მათი დამხარებით ცდილობდა მოვალეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ტარასა, სონღულა, ლესგოვიჩი, ნასყიდა და ბუჭოვიჩი-გამოძიების საქმის მასალებით დადგინდა, რომ ესენი არიან ის "შავი სამყაროს" წევრები, ვინც პირდაპირ კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდთან - ბესიკ ჯაფარიძესთან, მის გავლენებს იყენებდნენ და გადაწყვეტილებებს ასრულებდნენ. პირველების ინფორმაციით ნაწილი მათგანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.