2026 წლის პირველ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა.
კერძოდ, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, ივნისში კი ეს მაჩვენებელი 584 137-ს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 126 089 ადამიანით შემცირდა.
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის კლება მიმდინარე წლის ყოველ თვეში ფიქსირდება.
"ბიზნესპრესნიუსის" მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სოციალური დახმარებას იღებდა:
- იანვარში - 710 226 ადამიანი;
- თებერვალში - 709 458 ადამიანი;
- მარტში - 667 793 ადამიანი;
- აპრილში - 645 920 ადამიანი;
- მაისში - 605 033 ადამიანი;
- ივნისში - 584 137 ადამიანი.
ცნობისთვის, 2025 წლის 26 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია".
ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა.