თბილისის მერია: 9 ივლისის 15:00 საათამდე, ჰუალინგის პარკის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.
ავტომობილები, რომლებიც აღნიშნული საგზაო მონაკვეთით უკავშირდებოდნენ ახალი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას, შემოვლას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები იმავე მარშრუტის გამოყენებით მოხვდებიან მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე," - წერია განცხადებაში.