ხალხი საფრთხის წინაშე - ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

08.07.26 21:28
ხალხი საფრთხის წინაშე - ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ლუბლიანას 42 ნომრის მაცხოვრებლებმა განგაში მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიწის დიდი მასის ჩამოიშალა. ადგილობრივები ამბობენ, ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო იგივე საფრთხე მათაც ემუქრება. მოქალქეების მტკიცებით, საავტომობილო გზაზე ნაპრალები სწორედ კორპუსის მშენებლობის გამო გაჩნდა და ყოველ დღიურად იზრდება. 

ხალხი ლუბლიანას 42 ნომერში ყოველ დღე შიშში ცხოვრობს, თუ პროცესი გაგრძელდება, არ გამორიცხავენ რომ მათი კორპუსიც ჩამოშლის საფრთხის წინაშე დადგეს. 

ახალ მშენებლობას ლუბლიანას ქუჩაზე ადგილობრივები წლებია აპროტესტებენ. მერიაში განცხადებაც არაერთხელ შეიტანეს, თუმცა ამის მიუხედავად ბოლო 1 წელია მშენებლობის პროცესი აქტიურად განახლდა. 

კომპანია, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, success development-ია, თავად კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივების ბრალდებებს უარყოფენ. მიწის ჩამოშლასა და ნაპრალების გაჩენას კი უხვ ნალექს აბრალებენ. 

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.