როგორ გაუმყარა პოზიციები "ოცნებამ" სასამართლოს გავლენიან ჯგუფს
სასამართლო ხელისუფლება და "ქართული ოცნება" ერთმანეთში შეზრდილია - ასეთია სასამართლო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების დასკვნა. კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანალიზიც აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლე და არამოსამართლე წევრებითაა დაკომპლექტებული, გადაქცეულია მოსამართლეთა კორპორატიულ ორგანოდ - ანუ გადაწყვეტილების მიღებაში მოსამართლე წევრებს ხელს ვერავინ უშლით.
როგორ გაუმყარა პოზიციები ოცნებამ ე.წ. სასამართლო ჯგუფს? - ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრიდან 12 მოსამართლე იქნება, ერთი პრეზიდენტის კვოტით, ორი კი პარლამენტის - შესაბამისად, მოსამართლე წევრების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არამოსამართლე წევრებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენენ.
რა იმალება ამ ცვლილებების უკან? - სფეროს ექსპერტებისთვის იუსტიციის საბჭოს სამოსამართლეო საბჭოდ გადაკეთება პოლიტიკური მოტივაციით აიხსნება. "ქართულ ოცნებას" ახლა საპარლამენტო უმრავლესობა არ აქვს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას სწორედ 90 ხმა სჭირდება - კონსტიტუციის შეცვლა ოცნებას არ შეუძლია, ამიტომ ორგანულ კანონში შეიტანა ცვლილებები, შეამცირა არამომართლეთა კვოტა 5-დან ორამდე და ასე აირიდა თავიდან პოლიტიკური ჩიხი - ახალი არამოსამართლე წევრის არჩევა ოპოზიციის თანხმობის გარეშე კრიზისს გამოიწვევდა.
როგორ დაეხმარა ოცნება სასამართლოს გავლენიან ჯგუფს პოზიციების გამყარებაში? - დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.