20 ივნისის დაზარალებულების ჩვენებები სასამართლოზე - რა გახდა ცნობილი დღევანდელ პროცესზე

08.07.26 21:09
20 ივნისის დაზარალებულების ჩვენებები სასამართლოზე - რა გახდა ცნობილი დღევანდელ პროცესზე

20 ივნისის საქმეზე დღეს სასამართლო იმ ხალხს უსმენდა, რომლებიც "გავრილოვის ღამეს" რეზინის ტყვიების შედეგად დაშავდნენ. პროკურატურამ დღეს ოთხი მოწმე მიიიყვანა მათ შორის არიან  მედიის წარმომადგენლებიც.

  • სასამართლოში ჩვენება მისცეს - ლიკა ალელიშვილმა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად მუშაობდა, ასევე კახაბერ ჯონჯუამ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა და ipn-ის ჟურნალისტმა ელენე აბაშიძემ. ყველა მათგანს დაზარალებულსი სტატუსი აქვთ. 

მოწმეთა ნაწილმა, რომლებმაც თქვეს, რომ დღემდე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, დღევანდელ პროცესზე გაიგეს, რომ 7 წლის წინ ექსპერტიზამ მათ დასკვნაში მუსბუქი დაზიანება ჩაუწერა. ასეთი იყო ლიკა ალელიშვილი. 

ალელიშვილმა დღეს 20 ივნისის ძალადობის შემოქმედების დასჯა მოითხოვა. მან ასევე სასამართლოს უამბო, რომ  დარბევის დროს, რუსთაველის გამზირზე შენიშნა კახა საბანაძე შენიშნა, გიორგი გახარიას მაშინდელი მოადგილე, რომელცი მისი თქმით, რაციით და ტეელფონით კონტაქტობდა კონკრეტულ ადამიანთან. 

მე ვვარაუდობ, რომ სავარაუდოდ, ის ესაუბრებოდა თავის უფროსს, რომელიც იყო მაშინ შს მინისტრი და ეს არის გიორგი გახარია - უთხრა მედიას სხდომის დასრულების შემდეგ ლიკა ალელიშვილმა. 

დაზიანებები მაქვს ძალიან ბევრი, მათ შორის ნერვები, კუნთის ნაწილი მაქვს მოჭრილი და ძვლის დეფორმაცია გამოიწვია ტყვიამ. ვითხოვ, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან როგორც შემსრულებლის ასევე ბრძანების გამცემის, თუ დამკვეთის დასჯას. არა, არ მქონდა ინფორმაცია [რომ ჩემი დაზიანებები მსუბუქ დაზიანებებად შეფასდა]. იქიდან გამომდინარე, სადაც სპეცრაზმი იდგა და მე სადაც ვიდექი, ვფიქრობ, რომ ეს იყო გამიზნულად. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ვხედავდი აქციაზე, დიახ, დავინახე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე და ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს ამასთან დაკავშირებით. მე ვვარაუდობ, რომ სავარაუდოდ, ის ესაუბრებოდა თავის უფროსს, რომელიც იყო მაშინ შს მინისტრი და ეს არის გიორგი გახარია. სხვას ვერაფერს დავუკავშირებ მათ ასეთ გაბრაზებას და ამდენ კითხვას ამ საკითხზე," - ლიკა ალელიშვილი. 

ლიკა ალელიშვილის ჩვენება სარწმუნო არ არის გიორგი გახარიას ადვოკატისთვის - ბერდია სიჭინავა ამბობს, დაზარალებულ ჟურნალისტს მხოლოდ 7 წლის თავზე გაახსენდა, რომ აქციაზე კახა საბანაძე შენიშნა რაციით. 

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ალელიშვილს ჩვენებაში არ ჩაუწერია. 

ლიკა ალელიშვილს პირველი უწყების პირველი პირის ადგილზე ყოფნა 7 წლის თავზე გაახსენდა. არ ეწერა მანამდე ჩვენებააში. რაც შეეხება დაზიანებას - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს აქვს ნაკლებად მძიმე დაზიანება და არა მსუბუქი დაზიანება. მეორეს ნამდვილად აქვს მსუბუქი დაზიანება - ლილია ალელიშვილს. ექსპერტმა ასე შეაფასა, თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს, შეაფასოს უფრო მძიმე დაზიანებად. დანაშაულის შედეგად მოხდა ადამიანების ნაწილის დაზიანება. ნაწილი მაგალითად პრესის ამომცნობი ნიშნით არ იყო და შესაძლოა სამართალდამცველს ის აღექვა ის, როგორც შტურმში მონაწილე ადამიანი, რადგან პოლიციის გატაცებული ფარით იყო ის წარმოდგენილი. ფაქტი არის ერთი, ამ ადამიანებს რა დაზიანებებისც აქვთ მიღებული, ამის მიხედვით გიროგი გახარიას არ შეიძლება შეერაცხოს რაიმე ტიპის ბრალი, რადგან მას არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. თავად პროკურატურა ვერ ედავება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანების გაცემას", - განაცხადა ბერდია სიჭინავა

სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურომაც - სახელმწიფო მბრალდებელს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ შეფასდა ექსერტიზის დასკვნით მსუბუქ დაზიანებად იგივე ლიკა ალელიშვილისთვის მოხვედრილი რეზინის ტყვია.  

აღნიშნული ექსპერტი მოწვეული იქნება სასამართლოზე და მისცემს ინფორმაციას აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით - თქვა პროკურორმა. 

თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზა, რა თქმა უნდა, თვითონ აფასებს დაზიანებების ხარისხს, მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და აღნიშნული ექსპერტიზები ჩატარებული არის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად ეს ექსპერტიზები გაცემულია იმ ექსპერტების მიერ, ვინც უშუალოდ ამ ნაწილში არის განსწავლული. 

დასკვნები და დაზიანების ხარისხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება კავშირში მოცემულ ფაქტთან რასაც ასახელებთ... მოცემულ შემთხვევაში, მე ექსპერტი არ ვარ და ამ ნაწილში ვერ შევაფასებ დაზიანებას, თუმცა შესაბამისი ექსპერტიზა გაცემულია, აღნიშნული ექსპერტი მოწვეული იქნება სასამართლოზე და მისცემს ინფორმაციას აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით.

[რას ადასტურებს ბრალდების მხარისთვის საბანაძის ადგილზე ყოფნა და რაციით მითითებების მიღება?] ამას ჩვენ დასკვნით სიტყვაში შევაფასებთ, მოცემულ შემთხვევაში რა ინფორმაციის მატარებელია ბრალდების მხარისთვის, თუმცა გიდასტურებთ, რომ მოწმემ დაადასტურა მისი ადგილზე ყოფნა აქციის მიმდინარეობისას," - პროკურორი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმესმტკიცებულებად დაერთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ანგარიში.

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ადამიანის უფლებებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, პირდაპირ თქვა, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება გიორგი გახარიას წინააღმდეგ დევნისთვის იყენებს.

მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე შემდეგ პროცესზე იმსჯელებს. 

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

  • ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები