პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

08.07.26 20:43
პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "მწერალთა სახლი" ავრცელებს.

მწერალთა სახლი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია.

მწერალთა სახლი თანაუგრძნობს პოეტის ოჯახს, კოლეგებს და ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების თაყვანისმცემლებს," - წერს "მწერალთა სახლი". 

ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება დაამთავრა. 

პირველი ლექსი "ნადირობა" 1951 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "ლტოლვა" - 1964 წელს.  

მსგავსი სიახლეები