ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - პროკურატურამ "შაბათის ფორმულას" ოპერატორი გამოკითხვაზე დაიბარა
გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე, "ფორმულას" წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, "შაბათის ფორმულას" ოპერატორი მიშო მარტაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
"ფორმულას" ინფორმაციით, მიშო მარტაშვილი გამოკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზეა დაბარებული.
ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.
პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც.
საქმეზე დაიკითხა ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც.
მსგავსი სიახლეები
თურქეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შექმნეს - რას ითხოვენ ანკარისგან
მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებისგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემული ე.წ. პასპორტების აღიარებასა და რეგიონთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარებას მოითხოვენ.