სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ნათესავის მკვლელობისთვის ძებნილი პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

11.07.26 11:06
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ნათესავის მკვლელობისთვის ძებნილი პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

27 ივნისს თბილისში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - ნათესავის მკვლელობისთვის ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.