2-მა ქალმა, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თბილისში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე გაძარცვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.
უწყებსი ცნობით, ბრალდებულები, თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებს და თანხას.
სამართალდამცველებმა ისინი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.