"ეს არის პიარ-კამპანია, რომ გადაფარონ საპატრიარქოსთან სერიოზული პრობლემების პროცესი" - დეა მეტრეველი სუროგაციის აკრძალვაზე

23.11.26 23:44
"ეს არის პიარ-კამპანია, რომ გადაფარონ საპატრიარქოსთან სერიოზული პრობლემების პროცესი" - დეა მეტრეველი სუროგაციის აკრძალვაზე

დეა მეტრეველი ფიქრობს, რომ სუროგაციის აკრძალვის საკითხი ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან სერიოზული პრობლემების მოსაგვარებლად "გამოაგორა".

როგორც მეტრეველმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის "პოლიტიკურ ამბებში" განაცხადა, სუროგაციის აკრძალვით ახლა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მიადგნენ, მათ ვისაც დედობა უნდათ და ამ გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

სათამაშო ბიზნესის და ამ კაზინოების თემის გადასაფარად, სადაც საპატრიარქოდ ჰქონდა მკაცრი პოზიცია, ეს საკითხი გამოაგორეს, ასეევ იყო მით უფრო მეტი დაძაბულობა, იყო მეუფეების განცხადებები ხმაურიანი და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიადგნენ. მიადგნენ ხალხის, რომელთაც დედობა უნდათ და მათ უკვე ამის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ. 2019 წლიდან უნდოდა "ოცნებას" რარაც რეგულაციებსი შემორება, აქამდე რატომ არ გააკეთეს ეს ყველაფერი? კი ბატონო ევროპის ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული სუროგაცია, მაგრამ იქ სახელმწიფოს ხალხს სთავაზობს სპეციალურ პროგრამებს, და აქ საინტერესოა, რას ეუბნებიან უშვილო წყვილებს? ძალიან ნაჩქარევი იყო ასეთი ნაჯახის პრონციპით სრულ აკრძალვაზე საუბარი. რეგულაციები საჭირო იყო, იმიტომ, რომ არის ბევრი პრობლემა, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ ნაჯახის პრონციპით დაზარალდნენ კეთილსინდისიერი, კანონმორჩლი მოწყვლადი ჯგუფები, რომლეთაც სურთ გახდნენ მშბლები. მაათან მიმართებით რაღაც მოქნილობა არის საჭირო და მე დარწმუნებული ვარ სწორი კომუნიკაცია რომ ყოფილიყო თუნდაც საპატრიარქოსთან, პროფესიულ ჯგუფებთ, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. დღეს ეს არის პიარ-კამპანია, რომ გადაფარონ საპატრიარქოსთან დაწყებული სერიოზული პრობლემების პროცესი", - აცხადებს დეა მეტრეველი. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები