მიშა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს სუროგაციის საკითხი "გასაჩუმებლად გადაუგდო"
მიშა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს სუროგაციის აკრძალვის საკითხი "გასაჩუმებლად გადაუგდო" - როგორც იურისტი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძის "პოლიტიკურ ამბებში" საუბრობს, ბოლო კვირების განმავლობაში ეკლესიასა და "ოცნებას" შორის სერიოზული დაძაბულობა იყო და სწორედ ამ დაძაბულობის განსამუხტად და შესარიგებლად გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, რასაც სუროგაციის აკრძალვა ჰქვია.
რჩება ეს შთაბეჭდილება, რომ ბოლო კვირებიი განმავლობაში საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა იყო საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, მე არ მახსენდება საერთოდ ასეთი დაძაბულობა ყოფილიყო ხელისულებასა და ეკლესიას შორის. ირაკლი კობახიძის კომენტარიც დაახლოებით ასეთი იყო - "შემრიგებლური, რომ არ არის ახლა ჩხუბის დრო, რომ იქნებ შევრიგდეთ"- დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა. ზოგადად ესენი ასე უდგებიან ადამიანის უფლებებს. გადაუგდეს საპატრიარქოს ადამიანის უფლბები იმისთვის, რომ ისინი გაჩუმდნენ და შეწყვიტონ დაპირისპირება", - ამბობს ზაქარეიშვილი.
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.