სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს

11.07.26 13:37
სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს

სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს - ამის შესახებ "პირველებს" მისი ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი ეუბნება.  

"პირეველების" ინფორმაციით, კაცი, რომელსაც სუსი დივერსიის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, ახლა გლდანის ციხეშია მოთავსებული. დღეს ან ხვალ მასთან სწორედ გლდანში შევლენ გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად წარსადგენად. 

რაც ოფიციალურად გაჟღედა საინფორმაციო საშუალებებით ამის მეტი არაფერი ვიცი. ბრალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბექა ჭულუხაძეს წარდგენილი. ბექა ჭულუხაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს", - უთხრა "პირველებს" ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა. 

გუშნ სუს-ში თქვეს, რომ „ბოლო 4 დღის განმავლობაში“ ამზადებდნენ ოპერაციას, რის შედეგადაც „ძებნილი მოქალაქე“ დააკავეს. დაკავებული ბექა ჭულუხაძეა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად, - რასაც ხელისუფლება გადატრიალების მცდელობად აფასებს, - „დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა“.