ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე - გარდაცვლილია ამხედრო მოსამსახურე
მსხვერპლით დასრულდა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგად სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანია.
„სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, რომელსაც IPN.GE ავრცელებს.