ღარიბაშვილების ოჯახი ბიძინა ივანიშვილს აქებს
დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებული, ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს აქებენ.
რამდენიმე საათის წინ, ნუნუ თამაზაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე პროპაგანდისტული მედიის რეპორტაჟი გააზიარა და დაწერა:
"ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ"
სიციალურ ქსელში აქტიურობს ნუნუ თამაზაშვილის ძმაც.
ალექსანდრე თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მას მამას ციხეში უკლავდნენ.
ღარიბაშვილის ცოლის ძმა ირწმუნება, რომ ექსპრემიერს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, "პოლიტიკისთვის ჩამოშორებას" ურჩევდნენ.
ასე გვიკლავდნენ მამას ციხეში მას შემდეგ, რაც ოჯახმა უარი შევუთვალეთ სააკაშვილის მოთხოვნას - ჩამოშორებოდა ირაკლი პოლიტიკას, ანუ ეღალატა ბიძინა ივანიშვილისთვის!"- აღნიშნავს თამაზაშვილი.
ცნობისთვის, ნუნუ თამაზაშვილმა ქმარს დაბადების დღე ივანიშვილთან და მის ცოლთან გადაღებული ფოტოებით მიულოცა.
12 იანვარს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.