მეუფე შიო საზეიმო წირვას კორონავირუსით ინფიცირების გამო არ ესწრება

23.11.21 11:37
მეუფე შიო საზეიმო წირვას კორონავირუსით ინფიცირების გამო არ ესწრება

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, სამების საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას კორონავირუსით ინფიცირების გამო არ ესწრება.

"პირველების" ინფორმაციით, სასულიერო პირს covid 19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

წირვას  კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, აღავლენს.