მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა - შსს

14.07.26 14:18
მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა - შსს

ახალი დეტალები გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, "მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა".

35 წლის კაცი, რომელიც „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანას მართავდა,  ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის შვილს გუშინ, ღამის საათებში დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

მძღოლი დაკავებულია - მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები