დასაწვენია ან გამოსაკვლევი - ჯაფარიძის თქმით, შაქარიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში გადატრიალებას აშშ-ის დაზვერვა აწყობდა

14.07.26 16:59
დასაწვენია ან გამოსაკვლევი - ჯაფარიძის თქმით, შაქარიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში გადატრიალებას აშშ-ის დაზვერვა აწყობდა

 

 

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლდიეტრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოში მოწმედ მიყვანილი ვატო შაქარიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში გადატრიალებას აშშ-ის დაზვერვა აწყობდა.

ჯაფარიძის თქმით "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა სხდომაზე თქვა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო USAID-ის გავლით აფინანსებდა.

დავაკონკრეტებინე, რომ იმას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდათქო? და კიო. დეგნანი იყო აგენტიო, რა კითხვა უნდა დამესვა, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია - ამბობს ჯაფარიძე შაქარიშვილზე. 

„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ზოგადად, ეს არის გაშლილი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას USAID-ის გავლით აკეთებდა და რომ ეს ფული ჩვენთან მოდიოდა და ჩვენ ვაფინანსებდით.

მტკიცებულებები არის, რომ „ილონ მასკმა თქვა, რომ USAID-ი ცუდ რაღაცებს აკეთებდა“ და ეს არის მტკიცებულება...მეორე კიდე ვინც მახსოვს, რეინდ პოლმა თქვაო, რომ USAID-ი დემოკრატიის ფრომოუშენს აკეთებს, უცხოეთშიო ... დავაკონკრეტებინე, რომ იმას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდათქო? და კიო. დეგნანი იყო აგენტიო. ჯერ დეგნანი როგორ უნდა იყოს აგენტი - ამერიკის ელჩ იყო

აქ ხომ ფორმატი არ არის, რომ პროკურორს ჰკითხო: „ესენი რასაც ბოდავენ, ბრალის ნაწილია და მაგიტომ ვსხედვართ?“ ამ კითხვას გასმევინებენ კი არა მოსამართლე ჩაქუჩს იქნევს... ჩემს გარდა ყველამ მგონი 2-2 შენიშვნა მიიღო.

[ვატო შაქარიშვილისთვის]? ამას რომ ჰყვება ადამიანი, რაც მე გითხარით, რა კითხვა უნდა დავუსვა? მე რაც მოგიყევით, იმას რომ ამბობს ადამიანი, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა ვატო ამ ბოდვისთქო? ამას ხომ არ ვკითხავ?“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ დღეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმეს „ჩვეულებრივი ბოდვა“ უწოდა და თქვა, რომ მოსამართლეს გამოსატან განაჩესნ"ზემოდან" დაუწერენ. 

თქვენ ფიქრობთ, რომ პროკურორებმა და მოსამართლემ არ იციან განაჩენი რა იქნება? ყველამ იცის... მეტსაც გეტყვით - შეიძლება ახლა არ იცოდეს კონკრეტულად რა უნდა დაწეროს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაც მომენტში ეტყვიან და რასაც ეტყვიან იმას დაწერს. პირველად და მეორედ ხომ არ აკეთებენ? ჯერ რა საბოტაჟი? ჩვეულებრივი ბოდვაა. რაც დრეს ამათ ილაპარაკეს, მაშინ თქვენც დასაჭერები ხართ. მეც თუ ვარ აგენტი ამათი თქმით და თქვენც, მაშინ მე რა პონტში მიჭერენდ ა ტქვენ რა პონტში არ გიჭერენ “, - განაცხადა ჯაფარიძემ.

  • ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ. 

გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი  უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები