აფეთქება ბათუმში - დაშავებულია ერთი ადამიანი
აფეთქება მოხდა ბათუმში - ანგისის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაზი აფეთქდა.
"აჭარა თაიმსის" ცნობით, შედეგად, ერთი პირი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანმშრომლები და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ადგილიდან გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად კორპუსში ხანძარი არ გაჩენილა.
ირკვევა, რომ კორპუსში გაზი შეყვანილი არ არის და მოსახლეობა ე.წ. გაზის ბალონებით სარგებლობს.
განახლება: მოგვიანებით “პირველებს” უთხრეს, რომ შენატხვევის შედწგად კიდევ ერთი ადამიანია მსუბუქად დაშავებული. შსს -ში კი ამბობენ რომ ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალება მოხდა, აფეთქებას კი ადგილი არ ჰქონია.