საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლაქერნობას აღნიშნავს - შიო მესამე ზუგდიდში იმყოფება

15.07.26 10:37
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლაქერნობას აღნიშნავს - შიო მესამე ზუგდიდში იმყოფება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

განსაკურებული ზეიმია ზუგდიდში, სადაც ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული. ზუგდიდში იმყოფება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი შიო მესამე. Პატრიარქი ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

წირვის დაწყებამდე  ტრადიციულად მოეწყო საზეიმო მსვლელობა. დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.

წმინდა სამოსელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის  საკათედრო ტაძარში დღის ბოლომდე იქნება დაბრძანებული.  ნებისმიერ მსურველს  მთელი დღის განმავლობაში შეეძლება კვართის და სხვა სიწმინდეების მოლოცვა.