რიკი მარტინმა საქართველოში კონცერტი გააუქმა
რიკი მარტინმა საქართველოში 16 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა - საქართველოში არტისტის გამოსვლის გაუქმების შესახებ კონცერტამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. პოსტი პრომოუტერის Instagram-ის ანგარიშზე, parklive-ზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში წერია, რომ კონცერტის გაუქმება თავად რიკი მარტინმა გადაწყვიტა.
„ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არტისტმა გადაწყვიტა კონცერტის გაუქმება. შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ბილეთების პლატფორმაზე მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ის, რომ Biletebi-ისგან 16 ივლისს დაგეგმილი რიკი მარტინის კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა, ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქეებმა Biletebi-ისგანაც მიიღეს.
ინფორმაცია Biletebi.ge-მ დაუდასტურა "პირველებსაც".
"მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს." - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც მოქალქეებსა დაეგზავნათ.
რიკი მარტინის კონცერტი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 16 ივლისს იყო ჩანიშნული. პოპვარსკვლავის შოუზე დასწრებას სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი გეგმავდა.