ქუთაისში, ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

15.07.26 13:50
ქუთაისში,  ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი  გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.