ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

15.07.26 13:56
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა - ინფორმაცია "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

მათივე თქმით, პოლიტიკოსი კლინიკა "მედი ქლაბშია" გადაყვანილი, სადაც გამოკვლევებს უტარებენ. 

"პირველები" არკვევს, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და რა ბედი ელის მძღოლს, რომელიც ავტომობილს მართავდა. 

მასალა ახლდება