ავარიის შემდეგ, ზურა ჯაფარიძე პირველ კომენტარს აკეთებს
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელსაც დღეს ავტომობილი დაეჯახა, პირველ განმარტებას აკეთებს.
პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აღენიშნება.
"სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ
მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე.
პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო.
სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ
რუსეთი რომ იტ&&ვნება, ეგეც მახსოვს" - წერს პოლიტიკოსი.
ინფორმაცია, რომ სკუტერით მოძრავ ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.