სიკორსკი: პუტინმა შესაძლოა უკრაინული დრონები ნატოს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის გამოიყენოს

15.07.26 14:25
სიკორსკი: პუტინმა შესაძლოა უკრაინული დრონები ნატოს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის გამოიყენოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს და უკრაინული დრონები ნატოს წევრი ქვეყნის ან საკუთარი ტერიტორიის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

სიკორსკის თქმით, ვარშავა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ესკალაციის საბაბის შექმნას ცდილობდეს.

„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თავადაც თქვა. მან განაცხადა, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, პასუხს გავცემთ. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ ის გეგმავს უკრაინული დრონების გამოყენებას ნატოს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ამ თავდასხმას საპასუხო მოქმედებების გასამართლებლად გამოიყენებს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთს პოლონეთზე პირდაპირი თავდასხმისთვის საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობა არ არის გამორიცხული.