თბილისში ხანძარია [ვიდეო]
ხანძარია ამ წუთებში თბილისში - სანზონაში ცეცხლი ბუჩქებს უკიდია.
კადრებს "პირველებს" ადგილობრივები აწვდიან.
როგორც TVPIRVELI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სანზონაში ბალახი იწვის, ადგილზე კი სამაშველო სამსახურები აქტიურად მუშაობენ.
განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია.