ზურა ჯაფარიძე კლინიკიდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

15.07.26 14:44
ზურა ჯაფარიძე კლინიკიდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

 

 

ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. პოლიტიკოსმა  "მედი ქლაბიდან" ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარის შესახებ ისაუბრა. 

ჯაფარიძის თქმით, შეჯახების შემდეგ, მან დაზიანებები მიიღო. მისივე განცხადებით, გარკვეული ეპიზოდები არ ახსოვს, აღენიშნება ტვინის შერყევაც. 

ბევრი მწერს და მკითხულობს და ცალ-ცალკე რომ არ გიპასუხოთ, ამ ვიდეოს უცებ ჩავწერ. მოკლედ, არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის, სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ბევრი დაჟეჟილობები მაქვს და კანი მაქვს ატყავებული, ტვინის სერყევის ამბავია. პატარა ანამნეზი მაქვს, რაღაცეები არ მახსოვს, მაგრამ მემგონი, ნელ-ნელა მაგასაც ვიბრუნებ. სხვა ისეთი არაფერი. კვლევები, რაც საჭირო იყო, ყველაფერი ჩამიტარეს. მოკლედ, სერიოზული სანერვიულო არაფერია. დროებით, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის,  ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლის შესახებ, რომელიც პოლიტიკოსს დაეჯახა, ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც "პირველების" კორესპოდენტი კლინიკიდან იტყობინება, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი პოლიციელებმა უკვე გამოკითხეს.